სპორტი

ნეიმარმა ფეხი მოიტეხა

საფრანგეთის ჩემპიონატის მე-14 ტურში, „ლიონთან“ მატჩის დროს, პსჟ-ის კაპიტანმა ნეიმარმა ტერფის ტრამვა მიიღო და გათამაშებას სავარაუდოდ, დიდი ხნით გამოეთიშება.

შეხვედრა სტუმრების გამარჯვებით, 0:1 დასრულდა. მატჩის მიწურულს მეტოქე გუნდის ნახევარმცველმა ტიაგო მენდეშმა ბრაზილიელ შემტევს ვარდნა გაუკეთა და ფეხი მოტეხა.

მთავარი არბიტრი ბენუა ბასტიენი მხოლოდ VAR-თან გადამოწმების შემდეგ მიხვდა ეპიზოდის სიმწვავეს და მენდეში მოედნიდან გააძევა. თუმცა იქამდე, მხოლოდ ყვითელი ბარათი უჩვენა წესების დამრღვევს.

„პარი-სენ ჟერმენმა“ „ლიონთან“ წაგების შემდეგ ლიდერის პოზიცია დათმო და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე გადაინაცვლა.

გააგრძელებს თუ არა ნეიმარი მიმდინარე სეზონში ფეხბურთის თამაშს, მხოლოდ სამედიცინო დასკვნის შედეგად გახდება ცნობილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button