შსს-მ კორცხელის ინციდენტში მონაწილე 6 პირს ბრალი წაუყენა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 22 მაისს სოფელ კორცხელში, შუალედური არჩევნების დროს მომხდარ ინციდენტში მონაწილე ექვს პირს ბრალი წაუყენა.

როგორც შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი, ბრალი წაუყენეს იმ პირებს, რომლებიც მოგვიანებით ნებაყოფლობით გამოცხადდნენ სამინისტროში.

“ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, 2016 წლის 1 ივნისს, ინციდენტში მონაწილე 5 პირს: გიორგი გ.-ს, კობა ტ.-ს, გიორგი გ.-ს, ნოშრევან წ.-ს და გრიგოლ ტ.-ს ბრალი წარედგინათ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ხოლო ვლადიმერ გ.-ს ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ს 239-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით”- ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button