მნიშვნელოვანირეგიონი
ნეკრესის ეპარქიაში კიდევ ერთი სასულიერო პირი გარდაიცვალა

ნეკრესის ეპარქიაში კიდევ ერთი სასულიერო პირი გარდაიცვალა.
სასულიერო პირი, წმინდა ადგილების მოსალოცად, ეგვიპტეში იყო წასული.
ნეკრესის ეპარქიის დეკანოზი, ბენიამენ ჩიხორლიშვილი,.ყვარლის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი იყო.
სასულიერო პირის მრევლის ინფორმაციით, მამა ბენიამინ მოულოდნელად, გულის შეტევით დაიღუპა.
” ეგვიპტეში იყო წასული და უცბად, გულით დაიღუპა. მთელი ყვარლისათვის საყვარელი მამაო იყო, სიკეთისა და სათნოების განსახიერება. ყველას დააკლდება, მისი სიტყვა და თანადგომა”- ამბობენ მრევლში.
მამა ბენიამინი ეკლესიის მიერ დაჯილდოებული იყო მიტრის და ორი ჯვრის ტარების უფლებით,
ასევე იყო ავტორი წიგნისა ნეკრესელები.
ბენიამენ ჩიხორლიშვილი იოანე ნათლისმცემლის ეკლესიას წლების განმავლობაში წინმაძღვრობდა.