მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ნეკრესის ეპარქიაში კორონავირუსით კიდევ ერთი ღვთისმსახური გარდაიცვალა

ნეკრესის ეპარქიაში,  კორონავირუსით კიდევ ერთი ღვთისმსახური გარდაიცვალა. კოვიდ-19- მა , ყვარლის დუბის დედათა მონასტრის მონაზონი, დედა ივლიტა იმსხვერპლა.

ექიმების განმარტებით, ვირუსმა ღვთიმსახურის  ჯანმრთელობის მდგომარეობა სწრაფად გააუარესა და მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

ერთი თვის წინ, კორონავირუსით ნეკრესის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე სერგი გარდაიცვალა.

კოვიდ-19-ის გართულებული ფორმით მეუფეს, თბილისში ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში, ორ კვირაზე მეტ ხანს მკურნალობდნენ.

კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა ცოტა ხნის წინ, ბოდბის მონასტერშიც, თუმცა ყველა ინფიცირებული გამოჯანმრთელდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button