მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ნეკრესის ეპარქიის მიტროპოლიტს მეუფე სერგის დღეს დაკრძალავენ

დღეს ლაგოდეხში ნეკრესის ეპარქიის მიტროპოლიტს მეუფე სერგის( ჩეკურიშვილი) დაკრძალავენ.
მიტროპოლიტის ნეშტი, ყაზანის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში, 20 სექტემბრიდან ასვენია.
ტაძარში მოხდება, მისი დაკრძალვაც.

დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად, სინოდის წევრები, სასულიერო პირები და პოლიტიკოსები უკვე იკრიბებიან.

დაკრძალვის ფოტო და ვიდეო გააღებისათვის, მედიას ჯერჯერობით, კურთხევა არ მიუღია.

შეგახსენებთ, მიტროპოლიტი, პოსტოპერაციულ პერიოდში, კორონავირუსის შედეგად განვითარებული გართულებების შედეგად გარდაიცვალა.

ერთი კვირის განმავლობაში, მას თბილისში, ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში მკურნალობდნენ.
მეუფე სერგი, ერისკაცობაში ზურაბ ჩეკურიშვილი, 1959 წელს, რუსთავში დაიბადა. ნეკრესის ეპარქიას ის 1997 წლიდან ხელმძღვანელობდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button