“ნეპალის სოფლებში თირკმელებს ჰყიდიან” [Photo]

დაბა ჰოკსს, ნეპალში „თირკმელების სოფელს“ ეძახიან.

უსახლკაროდ დარჩენილი ამ სოფლის თითქმის ყველა მკვიდრი, ადამიანის ორგანოებით მოვაჭრეებთან არის გარიგებული. ადგილობრივმა, 37 წლის ქალმა გიტამ, The Daily Mail -ს განუცხადა, რომ სახლის საყიდლად, საკუთარი თირკმელი გაყიდა.

მას, ინდოეთის ერთ-ერთ საავადყოფოში, ნახევარსაათიანი ოპერაცია ჩაუტარეს და ამოცლილ თირკმელში 200 ათასი ნეპალური რუპია გადაუხადეს, რაც თითქმის 2 ათას დოლარს შეადგენს. გიტამ მიწის ნაკვეთი იყიდა და ქვის სახლის მშენებლობას შეუდგა. 7,9 ბალის დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, გიტა ოთხ შვილთან ერთად, ბრეზენტის მიწურში ცხოვრობს.

როგორც ჟურნალისტები აღნიშნავენ, მიწისძვრით და სიღატაკით დათრგუნული სოფლის მოსახლეობა, მასობრივად ლოთდება, ორგანოებით ვაჭრობა კი სწრაფი ტემპებით ვითარდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, შავ ბაზარზე ნაყიდი ორგანოებით, წელიწადში 10 ათასი ოპერაცია ტარდება. ყოველწლიურად, უკანონოდ, 7 ათასი თირკმლის გადანერგვა ხორციელდება.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”12538″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button