ნეპალში მიწისძვრის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ნეპალში ძლიერი მიწისძვრის შედეგად, 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

“ბიბისის” ცნობით, დედაქალაქ კატმანდუს საავადმყოფოში ათობით დაშავებული მიიყვანეს.
სამართალდამცველების თქმით, მოსალოდნელია მსხვერპლთა რიცხვის კიდევ უფრო გაზრდა. ნანგრევებში ათობით ადამიანი რჩება. სტიქიის გამო მუშაობა შეწყვიტა კატმანდუს აეროპორტმა, შეფერხებულია სატრანსპორტო მიმოსვლა. გავრცელებული ცნობით, მიწისძვრამ ევერესტზე რამდენიმე ადგილას ზვავი გამოიწვია.

ნეპალში 7,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დღეს მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა მეზობელ ინდოეთშიც. ბოლო 80 წლის მანძილზე მსგავსი სიძლიერის მიწისძვრა ნეპალში არ მომხდარა.

მსგავსი პოსტები

Back to top button