
ნეტფლიქსმა რეჟისორ ენდრიუ დომინიკს ლეგენდარული მერილინ მონროს შესახებ ფილმის გადაღება დაუკვეთა.
ფილმს Blonde ერქმევა და მსახიობის წარმატებულ კარიერასა და ტრაგიკული ცხოვრების ყველა დეტალის შესახებ მოგვითხრობს. შესაძლოა, ფილმის ერთ-ერთი პროდიუსერი ბრედ პიტი იყოს.
რეჟისორის თქმით, Blonde იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ბიოგრაფიული ფილმი, რაც კი ოდესმე გადაღებულა.
მონროს როლის შესასრულებლად, რეჟისორმა კუბელი მსახიობი ანა დე არმასი მიიწვია.
