კულტურამოზაიკა

New York Times-მა, ანიტა რაჭველიშვილი ერთ-ერთი საუკეთესო კლასიკური მუსიკის შემსრულებლად დაასახელა

Bachtrack Opera Awards-ზე საუკეთესო ქალი მომღერლის ნომინაციაში გაიმარჯვების მოპოვების შემდგომ, The New York Times-მა ქართველი მეცო-სოპრანო, ანიტა რაჭველიშვილი კლასიკური მუსიკის ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად დაასახელა.

სტატიაში წერია – “ეს ახალგაზრდა ქართველი მეცო-სოპრანო საოცრად გაბედული იყო “კარმენში” და მეტად შთამბეჭდავი “თავად იგორში”, რომელიც მეტროპოლიტენ ოპერის ბოლოს სეზონზე შედგა. მაგრამ სრულიად მოულოდნელი იყო მისი გამოსვლა აზუჩენას როლში, ვერდის “ტრუბადურში”, სადაც მან იმღერა საოცრად ელეგანტური ბელკანტოთი. მან პერსონაჟს დაუბრუნა სითბო, შიში და ექსპრესიულობა, რომელსაც ხშირად შეუძლია იყოს მხოლოდ ინერტული”,

 

ანიტა რაჭველიშვილს 2009 წელს დიდი წარმატება მოუტანა, ლა სკალას სეზონის გახსნაზე შესრულებულმა მთვარმა როლმა ოპერაში „კარმენი“. ამის შემდეგ, ანიტამ „კარმენი“ს პარტია ისეთი ოპერის სცენებზე შეასრულა, როგორიც არის – მეტროპოლიტენის ოპერის თეატრი, ბერლინის Deutsche Opera, ბავარიის სახელმწიფო ოპერა, ბერლინის სახელმწიფო ოპერა, სიეტლის ოპერა, სან-ფრანცისკოს ოპერის თეატრი, ტურინის Teatro Regio, კანადის ოპერის თეატრი, Arena di Verona და სხვა.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button