New York Times-ს მუხლმოყრილს მოუწევს ჩემთვის პატიების თხოვნა – დონალტ ტრამპი
ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ გაზეთ New York Times-ს მუხლმოყრილს მოუწევს მისთვის პატიების თხოვნა.
,,საინტერესოა, მომიბოდიშებს თუ არა New York Times მეორედ, როგორც ეს მათ 2016 წლის არჩევნების შემდეგ გააკეთეს? მაგრამ ამჯერად, ეს უფრო გრანდიოზული და უკეთესი მობოდიშება უნდა იყოს. მათ მოუწევთ, დაიჩოქონ და ასე მთხოვონ პატიება. ისინი ნამდვილად ერის მტრები არიან”, – წერს ტრამპი.
აშშ-ს პრეზიდენტის შემდეგ პოსტში კი ნათქვამია, რომ ადრე, პრეზიდენტებს არ აკრიტიკებდნენ, თუ მათ კარგი ეკონომიკა ჰქონდათ, მას კი შესაძლოა, ისტორიაში ყველაზე დიდებული ეკონომიკა ჰქონდეს.
,,ძველ დროში, თუ პრეზიდენტი კარგ ეკონომიკურ პოლიტიკას აწარმოებდა, ის კრიტიკისგან დაცული იყო. დღეს, როგორც პრეზიდენტს, შესაძლოა მე ყველაზე საუკეთესო ეკონომიკა მაქვს ისტორიაში, თუმცა მეინსტრიმ მედიისთვის, ეს არაფერს ნიშნავს. თუმცა ეს დამოკიდებულება მალე შეიცლება”, – წერს ტრამპი.