ნგრევა სპორტის სასახლესთან – გარდაიცვალა 3 ადამიანი

თბილისში, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე შენობა ჩამოინგრა.
სამაშველო სამსახურმა ერთი დაშავებული ნანგრევებიდან ამოიყვნა და ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ნანგრევებიდან ამოყვანეს 3 გარდაცვლილი. ინფორმაციას ადასტურებენ საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტში.
აფაქიძის ქუჩის 11 ნომერში ფიზიკა-მათემატიკის ინსტიტუტის შენობის დემონტაჟი მიმდინარეობდა.
ამ ტერიტორიაზე შპს “ტიფლის ბიზნეს ცენტრი” სასტუმროს აშენებას გეგმავს.