მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ნიდერლანდები და აშშ უკრაინისთვის დახმარებას გამოყოფს

შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ პარასკევს საბოლოოდ დაამტკიცა უკრაინისთვის 45 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტი.

ახლა დოკუმენტი გადაეცემა აშშ-ს პრეზიდენტს ჯო ბაიდენს, რომელიც თავისი ხელმოწერით კანონად აქცევს მას.

პრეზიდენტი ზელენსკი კონგრესს მადლობას უხდის ტვიტერზე, წერს, რომ „გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ ამერიკელი ხალხი ამ ბრძოლაში უკრაინელების გვერდით დგანან“.

ზელენსკი ვაშინგტონიდან – მისი პირველი მოგზაურობიდან უკრაინის გარეთ რუსეთის შეჭრის შემდეგ – დაბრუნდა დაპირებით, რომ აშშ გადასცემდა პეტრიოტის სისტემა, საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად.

ის დიდი ხანია ცდილობს მიიღოს Patriot-ის თავდაცვის სისტემა, რათა გაუმკლავდეს რუსული სარაკეტო და თვითმფრინავების თავდასხმებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის უკრაინის ელექტროქსელზე.

ნიდერლანდები 2023 წელს უკრაინისთვის 2,5 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარებას გამოყოფს. თანხის დიდი ნაწილი სამხედრო დახმარებას მოხმარდება.

“თითქმის 2 მილიარდი სამხედრო დახმარებისთვის არის განკუთვნილი”, – განაცხადა ნიდერლანდების პრემიერმინისტრმა მარკ რუტემ ჰააგაში მიმდინარე პრესკონფერენციაზე.

ჰუმანიტარული დახმარების ნაწილი ინფრასტრუქტურის აღდგენაზე დაიხარჯება.

პარასკევს ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ომის დაწყების შემდეგ მათ უკრაინას მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარება უკვე აღმოუჩინეს.
ყოველდღიური ვიდეომიმართვისას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მიმდინარეობს მზადება მომდევნო თვისა და, ზოგადად, მომდევნო წლისთვის.

„ვემზადებით მომდევნო თვეებისთვის და, ზოგადად, მომდევნო წლისთვის. ჩვენი ამოცანები უცვლელია. ეს ჩვენი მიწის გათავისუფლებაა. ხალხის უსაფრთხოება. ქვეყნის აღდგენა რუსული თავდასხმების შედეგად. ეს უკრაინის გამარჯვების კომპონენტებია, რომელთაც ნაბიჯ-ნაბიჯ ვუახლოვდებით. ვხედავთ პერსპექტივებს ფრონტზე. ვემზადებით ტერორისტი სახელმწიფოს მოქმედებების სხვადასხვა ვარიანტისთვის, ვხედავთ მათ განზრახვებს და ვუპასუხებთ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე მიმართა რუსეთის მოქალაქეებს და აღნიშნა, რომ მათ მკაფიოდ უნდა ესმოდეთ, რომ ტერორი არასდროს დარჩება უპასუხოდ.

მსგავსი პოსტები

Back to top button