მოზაიკამსოფლიოსიახლეები

პრიანკა ჩოპრა ბრიტანულ პრესას რასიზმში ადანაშაულებს

The Sunday Times-სთან ინტერვიუში, ინდოელმა მსახიობმა პრიანკა ჩოპრამ იმ დამოკიდებულებაზე ისაუბრა, რასაც ბრიტანული პრესა პრინც ჰარის მეუღლის, მეგან მარკლის მიმართ იჩენს. ცნობისთვის, პრინკა და მეგანი უკვე წლებია, საუკეთესო მეგობრები არიან. პრინკას თქმით, მეგანი გამუდმებული კრიტიკის ობიექტია, თუმცა ამასთან გამკლავება, საუკეთესოდ გამოსდის.

პრიანკას თქმით, ბრიტანული მედია მეგანის მიმართ ხშირად იჩენს უსამართლო დამოკიდებულებას, რაც მისი ღრმა რწმენით, ნაწილობრივი იმითაა განპირობებული, რომ მათ არ შეუძლიათ შერეული სისხლის მქონე ქალის მიღება, სამეფო ოჯახში.

,,რა თქმა უნდა, ეს რასიზმს უკავშირდება. ეს მეგანისადმი მედიის დამოკიდებულების თვალშისაცემი მიზეზია. თუმცა მეგანის სილამაზე ზუსტად იმაში მდგომარეობს, მან თავად გადალახა ეს ყველაფერი”, – განაცხადა პრიანკამ და დასძინა, რომ არ ეგულება ადამიანი, რომელიც მეგანზე ღირსეულად შეხვდებოდა მსგავს დამოკიდებულებას.

მსგავსი პოსტები

Back to top button