მნიშვნელოვანისპორტი

ნიდერლანდების ნაკრების ლიდერი თამაშის შეწყვეტით იმუქრება

ნიდერლანდების ნაკრების ლიდერი ჟორჟინიო ვეინალდუმი აანონსებს, რომ ჩეხეთთან მერვედფინალურ შეხვედრაზე ცისარტყელისფერებიანი სამკლაურით გამოიყვანს ფეხბურთელებს. ვეინალდუმის განცხადებით, თუ ბუდაპეშტის სტადიონზე, სადაც ეს თამაში გაიმართება, – ადგილი ექნება რასისტულ და ჰომოფობიურ გამოათქვამებს, – იგი მოედნიდან დემონსტრაციულად გავა და თამაშს შეწყვეტს.

ვეინალდუმი თვლის, რომ ამ კონკრეტული საკითხზე უეფამ მკაცრი კონტროლი უნდა გასწიოს და მსგავსი ფაქტები აღმოფხვრას.

ნიდერლანდების ნაკრები ფეხბურთელი ჟორჟინიო ვეინალდუმი არ გამორიცხავს, რომ ბუდაპეშტში ჩეხეთთან მატჩის დროს გულშემატკივრები რასისტულ შეურაცხყოფას თუ მიაყენებენ, თამაშს შეწყვეტს და მოედნიდან გავა. ვეინალდუმი მიიჩნევს, რომ ამ საკითხზე პასუხისმგებლობა უეფამ უნდა აიღოს.

„ამის გამოცდილება არ მაქვს, გარკვეულ სიტუაციაში როგორ მოვიქცევი,არ ვიცი, თუმცა არ გამოვრიცხავ, მოედნიდან გავიდე. იმედს ვიტოვებ, ეს ჟესტი საჭირო არ გახდება. ჩემს გადაწყვეტილებას ყველა თანაგუნდელი იზიარებს. გვინდა სოლიდარობა გამოვუცახდოთ ყველას, ვინც თავს ჩაგრულად გრძნობს მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში “ – ამბობს ჰოლანდიელი ფეხბურთელი.

შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდების ნაკრები 27 ივნისს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button