მსოფლიოსაქართველოსიახლეები

ნიდერლანდებში ქართველს ფულის გათეთრება ბრალდება

ნიდერლანდებში, ქალაქ ეინდჰოვენში ქართველი მამაკაცი დააკავეს. მას სახლში, სამალავში 12,5 მილიონი ევრო უპოვეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაკავებული თანხის წარმომავლობას არ ასახელებს. მისი ადვოკატი კი აცხადებს, რომ 35 წლის მამაკაცი უსახლკაროა და ბინა, რომელზეც პოლიცია საუბრობს, მას არ ეკუთვნის.

დაკავებულს ბრალად ფულის გათეთრება ედება. პოლიციამ ჩხრეკისას ფულის გარდა, ორი ცეცხლსასროლი იარაღი, ამუნიცია და ფულის სათვლელი აპარატიც ამოიღო.

მსგავსი პოსტები

Back to top button