მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეები

ნიგერიაში მეკობრეებმა 9 ქართველი მეზღვაური გაიტაცეს

30 აპრილს, ნიგერიის ეკონომიკურ ზონაში პანამის დროშის ქვეშ მცურავ გემს მეკობრეები დაესხნენ თავს. გატაცებული 10 მეზღვაურიდან 9 საქართველოს მოქალაქეა. გემზე დარჩენილ 4 მეზღვაურს, რომლებიც ასევე საქართველოს მოქალაქეები არიან, საფრთხე არ ემუქრებათ.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს გემთმფლობელ კომპანიასთან. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ გატაცებულთა ოჯახის წევრებს. როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო და საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, ამ როისათვის გატარებულია ყველა შესაბამისი ღონისძიება.

მეზღვაურების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო გატაცებულთა იდენტიფიცირებას არ ახდენს.

მსგავსი პოსტები

Back to top button