მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

დაკავებული კარტოგრაფები გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი მოსამართლემ 20 000-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. გირაოს გადახდისთვის ორივეს 30-დღიანი ვადა აქვს.

მოსამართლემ, ასევე დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ივერი მელაშვილის თანამდებობიდან გადაყენებაზე იმ მოტივით, რომ მელაშვილის თანამდებობა მის შეჩერებამდე, პირდაპირ კავშირშია საქმეში არსებულ ინფორმაციებთან.

დაკავებული კარტოგრაფების სასამართლო პროცესის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დაკავებულების მხარდამჭერი აქცია გაიმართა.

პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დადგენის საქმეზე სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა.

მსგავსი პოსტები

Back to top button