გაბრაზებულმა ბაბუინმა ბავშვებს ფეკალური მასები დაუშინა [Video]

ამერიკის ქალაქ როქველში მდებარე Tiger World-ის ზოოპარკში განრისხებულმა ბაბუინმა პატარა გოგონებსა და მათ მშობლებს საკუთარი ფეკალური მასები დაუშინა, – გვაცნობებს UPROXX.

ბავშვები მაიმუნს აღიზიანებდნენ და ქვებს ესროდნენ, რამაც ცხოველი ძალიან გაამძვინვარა. ბაბუინმა ჯერ გალიის გისოსებს ნჯღრევა დაუწყო, შემდეგ კი საკუთარი ცხოველქმედობის პროდუქტი ადამიანებს ესროლა.

“მეზიზღება ეს ადგილი”, – განაცხადა ერთ-ერთმა გოგონამ, რომელსაც მაიმუნის ფეკალიები სახეში მოხვდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button