ნიკა გვარამია -,,ჩანაწერი ჩემი გაკეთებულია”

ინტერნეტში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერზე „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ აღნიშნული ჩანაწერი მისი გაკეთებულია:
„მექნება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება ჩვენ ვართ და ჩვენს ოპოზიციაში არის ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტია. ვერ ვხვდები ამ ყველაფრის მიზეზს. დაკავებულნი არია პირადად ჩემი პერსონით და განსაკუთრებით რუსთავი 2-ით.
რაც შეეხება გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერს, რა თქმა უნდა ფარული ჩანაწერები ჩემთვის პირველია არ არის, მე მინდა ახლა ეთერში განვაცხადო: ეს ჩანაწერი გაკეთებულია ჩემ მიერ, ეს არ არის სატელეფონო ჩანაწერი. ეს ჩანაწერი გადაღებულია ფარულად, ეს მოვლენები ხდებოდა დაახლოებით ერთი წლის წინ, როდესაც ჩვენი საქმის პიკი იყო და საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ კომუნიკაციის სურვილი გამოხატა. ჩემს კოლეგებს ვესაუბრე ამ საკითხზე, ღირდა თუ არა შეხვედრა, მივიღე რჩევად რომ შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი ვყოფილიყავი ამ შეხვედრაზე, რადგან არ ჰქონოდა ადგილი რაიმე პროვოკაციას, ან თუ რაიმე ღირებული იქნებოდა თქმული, გამოგვეყენებინა საქმის მტკიცებულებად.
როგორ მოხვდა ეს ფარული ჩანაწერი, რომელიც მე გავაკეთე, ქსელში? ეს ჩანაწერი მაშინვე განადგურდა, რადგან ჩვენთვის საინტერესო მასალას არ შეიცავდა, იყო ჩემს კომპიუტერში რაღაც პერიოდის განმავლობაში დაცული, საქმე გვაქვს ახალ დანაშაულთან, როემლსაც კიბერდანაშაული ჰქვია“, -განაცხადა ნიკა გვარამიამ.