ნიკა გვარამია მუქარაზე საუბრობს
რამდენიმე წუთის წინ “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში საგანგებო განცხადება გააკეთა და მის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე ისაუბრა.
„როდესაც რუსთავი 2-ში მოვედი ბევრი შეკითხვა არსებობდა ჩემზე. ვეცადე, რომ ყველაფერზე პასუხი გამეცა, მათ შორის ჩემს წარსულზე ვეცადე პასუხი გამეცა. მთავარი იყო რას გავაკეთებდი თუ ხელისუფლების მხრიდან კოლექტივზე ზეწოლა იქნებოდა-მაშინ მე პირობა დავდე, რომ ნებისმიერ შემთხვევაში დავიცავდი კოლექტივს. ტელეკომპანია რუსთვაი 2 არის ქვეყანაში დემოკრატიის ერთდერთი გარანტი. სამწუხაროდ ვითარება ისე მიდის, რომ ამ ქვეყანაში თავისუფალი მედიის ადგილი აღარ რჩება- განაცხადა გვარამიამ, რომლის თქმითაც შეხვდა ხელისუფლებასთან დაახლოებულ ადამიანს.
“დღეს შედგა საუბარი ჩემსა და ადამიანს შორის, რომელიც როგორც წესი და ეს პირველი შემთხვევა არ იყო, მაწვდის სამთავრობო მესიჯებს. საუბრის შინაარსი მინდა განვაცხადო:
ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ხვალ სასასამართლოზე გამოვა გადაწყევტილება, რომელიც კომპანიას მიაკუთვნებს ხალვაშს ამას ხვალვე ან შემდეგ დღეს მოჰყვება დაუყოვნებელი აღსრულება და მოთხოვნა იყო, რომ გავწეულიყავი, მე ვთქვი რომ არასდროს არ ვიზამ ამას.
მითხრეს, რომ არ უნდა დამავიწყდეს, რომ ჩემი ოჯახის წევრები ცხოვრობენ აქ და ვერ გავუშვი ამერიკაში, არ უნდა დამავიწყდეს, რომ აქვთ კონკრეტული ვიდეობი, რომელიც გამოქვეყნდება, სატელეფონო მოლაპარაკებები, რომელიც სააკაშვილთან მქონდა და ეს გამოქვეყნდება და მე გამანადგურებენ ქვეყნის და ხალხის თვალში,“- განაცხადა ნიკა გავრამიამ “რუსთავი2”-ის ეთერში.