ნიკა გვარამიას საგანგებო ბრიფინგი და ქიბარ ხალვაშის უარი [Audio]

“საქართველოში ოფიციალურად დამყარდა დიქტატურა,“ – განაცხადა სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ის გენერალურმა დირექტორმა წუხელ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე.

რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი ქიბარ ხალვაშს სთავაზობს, რომ მისი კომერციული ინტერესის დასაკმაყოფილებლად, დარჩენილ თანხას, რომელსაც ის ითხოვდა, გადაუხდიან. მისი თქმით,რუსთავი2 პირდაპირ ეთერში მაუწყებლობას განაგრძობს და ეს ტელეკომპანიის ბოლო სიტყვაა.

ნიკა გვარამიას ხმა ►

“ეს რომ შესაძლებელი ყოფილიყო, მე თვითონ შევთავაზებდი მოლაპარაკებას,” – ქიბარ ხალვაში რუსთავი2-ის შეთავაზებას პასუხობს. ინფორმაციას “გურია ნიუსი” ავრცელებს. ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ის გენერალური დირექტორის მიერ სპეციალურ ბრიფინგზე გაკეთებულს შეთავაზებას გამოეხმაურა. “გვარამია არ არის გვარამია. ის არის მიშა. როცა გულუბრყვილო ვიყავი, ვცდილობდი პრობლემების დროს მოლაპარაკებას. ეს დრო წავიდა. ეს რომ შესაძლებელი ყოფილიყო, მე თვითონ შევთავაზებდი მოლაპარაკებას,” – აცხადებს ქიბარ ხალვაში. მისი თქმით, თავის დროზე მიხეილ სააკაშილმა და ნიკა გვარამიამ მას ზარალი მიაყენეს.

ქიბარ ხალვაშმა კომენტარი “ტელეკომპანია პირველის” ეთერშიც გააკეთა ►

მსგავსი პოსტები

Back to top button