მნიშვნელოვანისიახლეები

ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულთა საქმის განხილვა დაიწყო

დღეიდან სასამართლო, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულთა საქმის არსებით განხილვას იწყებს. პროცესი, რომელსაც ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძეც დაესწრებიან, ბრალდების შესავალი სიტყვით გაიხსნება.

ბოლო სხდომაზე დაკავებულებმა ნაფიც მსაჯულებზე უარი თქვეს. შესაბამისად, განაჩენს მოსამართლე გამოიტანს.

ბრალდებულები დანაშაულს ნაწილობრივ აღიარებენ. 22 წლის ნიკა კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის ოფიციალური მოტივი, ამ დრომდე, უცნობია.

შეგახსენებთ, 15 სექტემბერს თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკოლოზ კვარაცხელიას ცეცხლსასროლი იარაღიდან ცხრა ტყვია ესროლეს.

კარაცხელიას ოჯახის ადვოკატი გიორგი ტურაზაშვილის ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button