ნიკა კვარაცხელიას საქმე-რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი
ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეში შესაძლოა ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს – განცხადება ამის შესახებ შსს-ში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთეს,
2021 წლის 7 ოქტომბერს, სამართალდამცველებმა, ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო-ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ორივე ძებნილი პირი წყნეთში დააკავეს.
პოლიციის მიერ დადგენილ იქნა ის საცხოვრებელი სახლი, სადაც ბრალდებულები ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში თავს აფარებდნენ.
ორივე ბრალდებულმა დაკავებისას მიმალვა სცადა, თუმცა აქტიური დევნის შედეგად მოხდა მათი დაკავება.
ბრალდებულთა პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა დანები, ხოლო მათ ხელბარგში ნანახი იქნა მათი კუთვნილი საქართველოს მოქალაქის პასპორტები, ტანსაცმელი და სხვა პირადი ნივთები.
საქმეზე გრძელდება შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები და შესაძლებელია, გაფართოვდეს ბრალდებულთა წრე.” -განაცხადეს შსს-ში.
შსს-ს ინფორმაციით, აკო ჭელიძემ და გიორგი კავილაძემ დანაშაულის დღეს ნაქირავები მანქანით გადაადგილდებოდნენ, მათივე ცნობით , ავტომანქანის მფლობელის დაკითხვით გავიდნენ ბრალდებულების კვალზე.
გარდა ამისა, საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, მკვლელობის ჩადენის შემდეგ, კავილაძე და ჭელიძე კავილაძის მაღაზიაში მივიდნენ და სისხლიანი ტანსაცმელი გამოიცვალეს.
შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ ის საცხოვრებელი დაადგინა, რომელსაც ბრალდებულები თავს აფარებდნენ.
ორივე ძებნილი წყენთში დააკავეს. ორივე ბრალდებულმა დაკავებისას სცადა მიმალვა, თუმცა აქტიური დევნის შედეგად მოხდა მათი დაკავება. ბრალდებულთა სახლის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა დანები, ხოლო მათ ხელბარგში ნანახი იქნა მათი კუთვნილი პასპორტები, რამდენიმე ერთეული ტანსაცმელი და სხვა პირადი ნივთები”, – განაცხადეს უწყებაში.
შსს ინფორმაციით, საქმეზე ათეულობით მოწმე დაიკითხა და უწყებაში არ გამორიცხავენ, რომ გაფართოვდეს ბრალდებულთა წრეც.
დანაშაული 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, 22 წლის ნიკა კვარაცხელის მკვლელობაში ბრალდებულები აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე გუშინ,7 ოქტომბერს სპცეოპერაციის შედეგად წყენთში დააკავეს.
ნიკა კვარაცხელია თბილისში, 15 სექტემბერს ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.