გურჯაანში სოციალური სამსახურის სპეციალისტი სამსახურიდან გაუშვეს

გურჯაანის გამგეობაში 21 აპრილს მომხდარი ინციდენტის შემდეგ გარდაცვლილი სოციალურად დაუცველი ეკატერინე პეტრიაშვილის საქმეზე გამგებელმა სოციალური სამსახურის სპეციალისტი სამსახურიდან გაათავისუფლა.

გივი გერგიძის განმარტებით, საკითხს აუდიტის სამსახური სწავლობდა, რომლის დასკვნის საფუძველზეც, სოცმუშაკს გადაეგზავნა სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება.

შეგახსენებთ, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 21 აპრილს მომხდარი კონფლიქტიდან რამდენიმე წუთში ველისციხის მკვიდრი, სოციალურად დაუცველი, 46 წლის ეკატერინე პეტრიაშვილი შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

მას შელაპარაკება გამგეობის სოციალური სამსახურის სპეციალისტ მანანა ჯანჯიბუხაშვილთან მოუვიდა. ის გამგეობისგან 100 ლარიან დახმარებას ითხოვდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button