მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები

ნიკა მელია საპარლამენტო მანდატს ტოვებს

“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ნიკა მელიამ, დღეს სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საპარლამენტო მანდატს ტოვებს. მისი თქმით, გუშინ “ქართულმა ოცნებამ” მიშელის დოკუმენტის ანულირებით დასავლური სივრცე დატოვა.

„გუშინვე ოცნებამ აღიარა რომ ის ბარდება წარსულს. ეს არ ცვლის ჩვენს გეგმებს დღის წესრიგში. გუშინ ოცნებამ დატოვა დასავლური სივრცე და მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად რუსეთი დაასახელა. კიდევ უფრო ნათელი გახდა რა არჩევანის წინაშე დგას ქართველი ერი. ჩვენ შევდივართ ბრძოლაში ამ ქვეყნის გამარჯვებისთვის. არანაირი სიტყვა ბოიკოტთან დაკავშირებით, ეს არის “ქართული ოცნების” ოცნება.

რაც შეეხება პარლამენტს, მე ვტოვებ საპარლამენტო მანდატს და ხელით ტერფამდე ელენესთან ერთად გავდივარ რეფერენდუმში მონაწილეობის მისაღებად. გუნდის შიგნით მე ვთხოვე მათ რო ფორმალურად დარჩნენ პარლამენტში,”- განაცხადა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირება გუშინ,28 ივლისს, გამოაცხადა.

მსგავსი პოსტები

Back to top button