მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ნიკა მელია თუ ლევან ვარშალომიძე-“ნაციონალური მოძრაობა” ახალ თავმჯდომარეს აირჩევს

ნაციონალურ მოძრაობა ახალი თავმჯდომარეს ახალ წლამდე აირჩევს.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის ახალ თავმჯდომარეს ელექტრონული მეთოდით შეარჩევენ.

თავმჯდომარეობის კანდიდატები არიან ნიკა მელია და ლევან ვარშალომიძე.

პარტიის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებს, მხარდამჭერებსა და გულშემატკივრებს. დღეს, 14:00 საათზე გამოქვეყნდება არჩევნებში მონაწილეობის წესი და დაიწყება კენჭისყრა, რომელიც 25 დეკემბრის 21:00 საათამდე გაგრძელდება.

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 15 დეკემბერს გრიგოლ ვაშაძემ პარტიის დატოვების შესახებ განცხადება გამოაქვეყნა. მან ფეისბუქზე დაწერა, რომ არ ეთანხმება ენმ-ის უმრავლესობის მიერ პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე არჩეულ ტაქტიკას. მისივე თქმით, მიუღებელია პარტიული სტრატეგიის არარსებობა.

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის თანამდებობას გრიგოლ ვაშაძე 2017 წლიდან იკავებდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button