ნიკა მელია თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტს გამორიცხავს
ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას ისევ აპირებს და ბოიკოტს გამორიცხავს .
“უკვე დამარცხებული ქართული ოცნების გაფორმება უნდა მოხდეს 2 ოქტომბერს. სიტყვა არავინ უნდა დაძრას ბოიკოტთან დაკავშირებით, რომელიც მიმართულია არჩევნებთან. ეს არის ქართული ოცნების ოცნება, რომ ქართველმა ხალხმა ფარ-ხმალი დაყაროს და ხელი შეუწყოს ოცნებას საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილების დანაშაულებრივ საქმეში”, – თქვა მელიამ და აღნიშნა, რომ ქართული ოცნება იძულებული იქნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩანიშნოს.
“მნიშვნელობა არ აქვს, ქართული ოცნება აღიარებს თუ არა დაწესებულ 43%-იან პრინციპს. ჩვენ გავალთ ამ რეფერენდუმზე და დავამარცხებთ ქართულ ოცნებას და ოცნება იქნება იძულებული, რომ ჩაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები”, – თქვა მელიამ.
ამასთან, დღევანდელ ბრიფინგზე ენმ-ს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ პარლამენტს ტოვებს.