მნიშვნელოვანისიახლეები

ნიკა მელიას საქმე პროკურატურაში გადაიგზავნება ხოლო გვარამია და ჯაფარიძე უკვე დაიბარეს-

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია გრძელდება

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო გენერალურ პროკურატურას ნიკა მელიასთან დაკავშირებითაც მიმართავს. როგორც კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა, ვინაიდან ნიკა მელია კომისიის სხდომაზე ახსნა-განმარტებისთვის არ მივიდა, კომისიის ვალია, საქმე პროკურატურას გადაეცეს.

„დღეს, ჩვენთან პირველ საათზე ახსნა-განმარტების მოსაცემად მოწვეული იყო ბატონი ნიკა მელია. მას შეტყობინება გაეგზავნა. სამდივნოს დადასტურებულად აქვს დოკუმენტები, რომ მან ეს შეტყობინება მიიღო, რომ მისთვის ცნობილი იყო, დღეს, პირველ საათზე უნდა გამოცხადებულიყო. სხვა გამოსაკითხი პირებისგან განსხვავებით, წევრებისთვის არაფერია დასამალი და უნდა გითხრათ, მან ჩათვალა, რომ უფლება აქვს სამდივნოსთან ჰქონდეს ზრდილობასთან მწყრალი დამოკიდებულება და აბუჩად აიგდო ეს შეტყობინება, მაშინვე. თუმცა, მე არ ვკარგავდი იმედს, რომ ის დროულად გონს მოეგებოდა და გამოცხადდებოდა კომისიის სხდომაზე. ამის დასტურია ისიც, რომ როდესაც ჩვენ ვნახეთ, საშვთა ბიუროში პირველ საათზე მოცემული პირი არ გამოცხადდა, აი, ამ დრომდე, 16:00 საათი ხდება და ჩვენ კენჭისყრაზე საკითხი არ დაგვიყენებია იმიტომ, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება რაღაც მომენტში იფიქროს ასე და მერე გადაიფიქროს და სხვანაირად მოიქცეს. მით უმეტეს, სისხლის სამართალში ამას თავისი კვალიფიკაციაც აქვს, რომ შეიძლება ჩაიდინო დანაშაული და შემდეგ უცებ გადაიფიქრო და ხელი აიღო ამაზე. როგორც ჩანს, ასეთ შემთხვევასთან არ გვაქვს საქმე და მან, სავარაუდოდ, გადაწყვიტა, რომ დაარღვიოს სსკ-ის 349-ე მუხლი. ასეთ შემთხვევაში, ჩვენი ვალია, მივიღოთ გადაწყვეტილება, გადაიგზავნოს თუ არა ნიკა მელიას საქმე საქართველოს პროკურატურაში“, -განაცხადა თეა წულუკიანმა.

ამის შემდგომ კომისიამ კენჭისყრით ერთხმად გადაწყვიტა, რომ ნიკა მელია საქმე გადაიგზავნოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში.

„ნიკა მელია საქმე გადაგზავნილია პროკურატურაში. ახლა უკვე 16:00 საათია და სამუშაო დღის ბოლომდე ჩვენ შევეცდებით ყველა ის დოკუმენტი, რაც ხელთ გვაქვს სამდივნომ შეკრიბოს და მივაწოდოთ პროკურატურის ორგანოებს“,- განაცხადა წულუკიანმა.

აღსანიშნავია, რომ სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, შემდგომი რეაგირებისთვის დღეს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის საქმე გადასცეს.

რაც შეეხება შემდგომი სხდომების გამართვას და დღის წესრიგს, როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, კომისიის მომდევნო სხდომა ორშაბათს განახლდება. ორშაბათის შემდგომ კი, დღესასწაულებიდან გამომდინარე მომდევნო კვირის ბოლო სხდომა გაიმართება ოთხშაბათს. მისივე განმარტებით, საათი და დღის წესრიგი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს, რომ ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო პროკურატურაში იბარებენ.

“პროკურატურამ, მოდი და გაგვესაუბრე, წულუკიანს რად არ ეახლეო”, – წერს გვარამია.

მანამდე, სოციალურ ქსელში კოალიცია ცვლილებისთვის მეორე ლიდერიც, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეც კომისიაზე არ გამოცხადების გამო პროკურატურაში დაიბარეს.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურა ჯაფარიძის განცხადებით, პროკურატურაში დაიბარეს.

როგორც ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, საქმე ეხება იმას, თუ რატომ არ გამოცხადდა პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაში.

„ახლა „ პროკურატურა“ მიბარებს, წულუკიანთან რატომ არ მიხვედიო, მერე „სასამართლო“ დამიბარებს, პროკურატურაში რატომ არ მიხვედიო?“, -წერს ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, „ნაციონალურის მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, კომისიაზე არგამოცხადების გამო, ნიკა გვარამიასთან, ზურაბ ჯაფარიძესა და გივი თარგამაძესთან დაკავშირებით პროკურატურას 8 აპრილს მიმართა.

გივი თარგამაძემ, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე ჩვენება მისცა. ის პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, თავდაპირველად პროკურატურაში დაიბარეს, სადაც არ მივიდა, ამის შემდეგ კი სასამართლოში გამოიძახეს.

როგორც გივი თარგამაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, არ ცნობს როგორც პროკურატურას, ასევე დროებით საგამოძიებო კომისიას. პოლიტიკოსი პარლამენტში სამ აპრილს დაიბარეს.

“ერთი კითხვა იყო ვიყავი თუ არა ინფორმირებული იმ საჯარიმო სანქციებზე, რასაც ითვალისწინებს კომისიაზე გამოუცხადებლობა და დაუდასტურეს რომ ვიყავი ინფორმირებული. ასევე იყო კითხვა, თუ რატომ არ მივედი და იმიტომ, რომ მაქვს სრული უფლება სრული უნდობლობით ვიყო განწყობილი. ეს არის არალეგიტიმური სტრუქტურის, არალეგიტიმური პარლამენტის ერთ-ერთი დანაყოფი და შესაბამისად, ასევე სრული უნდებოდით ვარ განწყობილი პროკურატურის მიმართ, რომელმაც ჩემი აფეთქების საქმე დემონსტრაციულად არ გამოიძია,”- აცხადებს თარგამაძე.

ცნობისთვის კომისიაზე გამოუცხადებლობა ისჯება ჯარიმით ან ერთ წლამდე პატიმრობით.

მსგავსი პოსტები

Back to top button