ნიკა მელიას სასამართლო პროცესი სავარაუდოდ 8 აპრილს გაიმართება
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას სასამართლო სხდომა ხუთშაბათს, 8 აპრილს ჩაინიშნა.
უცნობია, იმსჯელებს თუ არა მოსამართლე აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე.
“ჩაინიშნა არსებითი სხდომა. წინასწარ არ არის ცნობილი, ამ სასამართლოზე მოსამართლე იმსჯელებს თუ არა აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე. მას აქვს ამის ვალდებულება 2 თვეში ერთხელ და არაუგვიანეს 17 აპრილისა უნდა მოხდეს. ვინაიდან პირველი სხდომაა, გვექნება მნიშვნელოვანი შუამდგომლობები ახალ მტკიცებულებებთან დაკავშირებით. მოვითხოვთ, ნიკა მელიას მიეცეს უფლება, დაესწროს სასამართლოს”, – ამბობს ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი.
სასამართლომ ნიკა მელიას გირაოს თანხის გადაუხდელობის გამო 17 თებერვალს პატიმრობა შეუფარდა.
ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავებას საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან კრიტიკული გამოხმარებები მოჰყვა.