ნიკა რურუას საარჩევნო შტაბის უფროსი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნიკა რურუას საარჩევნო შტაბის უფროსს დავით ჯაფარიძეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

დაცვის მხარე ჯაფარიძის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა და სასამართლოს ალტერნატივის სახით , ორი შუამდგომლობა: ბრალდებულის 5000- ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება, ან ხუთი პარლამენტის დეპუტატის თავდებით გათავისუფლება შესთავაზა. მოსამართლემ დაცვის მხარის არგუმენტები არ გაიზიარა და ბრალდებულის მიმალვის საფრთხის მოტივით, დავით ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდებულის ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებას.

”ნაციონალური მოძრაობის” მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ნიკა რურუას შტაბის ხელმძღვანელი, დავით ჯაფარიძე სამართალდამცველებმა რამდენიმე დღის წინ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button