ნიკარაგუაში მღვდელმა 25 წლის ქალი კოცონზე დაწვა [PHOTO/VIDEO]

ნიკარაგუაში რელიგიურმა ფანატიკოსებმა, ეშმაკის განდევნის მიზნით, 25 წლის ქალი კოცონზე ცოცხლად დაწვეს. ინფორმაციას CBS News-ი ავრცელებს.
სამართალდამცველებმა მკვლელობაში ეჭვმიტანილი ევანგელისტი პასტორი, ხუან გრეგორიო როჰა რომერო და კიდევ 4 მამაკაცი დააკავეს.
თვითმხილველების ინფორმაციით, ბოროტმოქმედებმა ვილმა ტრუხილიო გარსია ჯერ სულ გააშიშვლეს, შემდეგ კი კოცონში ჩააგდეს. ექიმების მონაცემებით, ქალმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი სხეულის 80%-ის დამწვრობა მიიღო და გარდაიცვალა.
პასტორ რომერო ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს. მისი თქმით, ქალი კოცონში ნებაყოფლობით ჩავარდა, რის შემდეგაც თვითმხილველებმა მისი სხეულიდან გამოსული დემონი იხილეს.
დაღუპულ ქალს 2 მცირეწლოვანი შვილი დარჩა. როგორც მისმა მეუღლემ განაცხადა, ვილმა ადგილობრივ ეკლესიაში ძალით მას შემდეგ წაიყვანეს, რაც იგი ადამიანებს ალესილი მაჩეტეს გამოყენებით ემუქრებოდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button