მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინის შეიარაღებული ძალები სევეროდონეცკის ნახევარს აკონტროლებენ

სერევორონეცკისთვის ბრძოლაში ქართველი მეომრებიც მონაწილეობენ

რუსმა სამხედროებმა, რომლებიც აკონტროლებდნენ სევეროდონეცკის 70%-ს, უკან დაიხიეს ბოლო ორი დღის განმავლობაში უკრაინული სამხედრო ძალა კონტრშეტევაზე გადავიდა, აქედან გამომდინარე ახლა ქალაქში შუაზეა გაყოფილი და რუსმა სამხედროებმა უკან დაიხიეს.განაცხადა ლუგანსკის რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ.

ახლა უკრაინელებს ქალაქის 50% აქვთ დაკავებული. სერევორონეცკისთვის ბრძოლაში ქართველი მეომრებიც მონაწილეობენ.

ჰაიდაი ამბობს, რომ რუსულმა ჯარმა დაკარგა დიდი რაოდენობით მებრძოლი, ტყვედ ჩავარდა 8 მათგანი. ამავდროულად, რუსული არმია მიზნად ისახავს სევეროდონეცკის და ლისიჩანს-ბახმუტის მაგისტრალის დაკავებას.

გაიდაის თქმით, ღამით ლისიჩანსკში ჰუმანიტარული შტაბის შენობას 30-მდე ჭურვი მოხვდა.

„რეგიონში ვითარება უკიდურესად მძიმეა. 4 ივნისს რუსებმა ქვემეხი საარტილერიო და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები გაისროლეს სევეროდონეცკზე, ლისიჩანსკზე, უსტინოვკაზე, ვრუბოვკასა და ტოშკოვკაზე. ტოჩკა-უ კომპლექსიდან სარაკეტო დარტყმა განხორციელდა ლისიჩანსკზე“ – დაწერა მან ტელეგრამის არხზე.

უკრაინის აღმოსავლეთით, მათ შორის, ქალაქ სევეროდონეცკში, ასევე, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ინტენსიური ბრძოლები გრძელდება.

რუსეთის მიერ 24 თებერვალს უკრაინაში არაპროვოცირებული შეჭრის შემდეგ, ათობით ათასი ადამიანი დაიღუპა და მილიონობით დევნილი გახდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button