საქართველოს წარმომადგენელი ნიკო ქაჯაია საბავშვო ევროვიზია 2021-ის კონკურსზე მეოთხე ადგილზე გავიდა.
ქართველმა კონკურსანტმა 163 ქულა დააგროვა.
მალტამ, სომხეთმა და საფრანგეთმა საქართველოს წარმომადგენელს 12 ქულა მიანიჭეს.
ქართველი კონსურსანტი მე-2 ნომრად გამოვიდა.
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის, პროექტ „რანინას“ გამარჯვებულმა ნიკო ქაჯაიამ საქართველოს სახელით საბავშვო ევროვიზიაზე გიგა კუხიანიძის სიმღერა „დავაგროვოთ ღიმილები“ (Lets Count The Smiles) შეასრულა.
2021 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული სომხეთის წარმომადგენელი გახდა. კონკურსანტმა 224 ქულა მიიღო. მეორე და მესამე ადგილები გაინაწილეს პოლონეთმა და საფრანგეთმა.
2021 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსს საფრანგეთმა უმასპინძლა.
საბავშვო ევროვიზიის კონკურსში 19 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. კონკურსზე ხმის მიცემა ონლაინ იყო შესაძლებელი.