ნიკოლეიშვილი კუჭავას ცხედრის დათვალიერების შედეგებზე საუბრობს

“ინფორმაციას, რომ თითი მოჭრილია და მიკერებული, ნამდვილად ვერ დავადასტურებ”, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა ჟურნალისტებს ბიძინა კუჭავას ცხედრის გარეგანი დათვალიერების შემდეგ განუცხადა.
“დაზიანება ნამდვილად არის ფეხის თითზე. პრეპარატი თითიდან ამოჭრილია, ამიტომ ჯერ ვერ ვისაუბრებ. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ დაზიანება თითზე ნამდვილად სიცოცხლის დროინდელია”, – განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.

დამოუკიდებელი ექსპერტის თქმით, სახელმწიფო ექსპერტიზის მიერ ამოჭრილია კანის ნიმუშები, ამიტომ დღეის მდგომარეობით შეუძლებელია მსჯელობა იმის შესახებ, თუ რით არის დაზიანებები მიყენებული ან როგორია სროლის მანძილი.

“მარჯვენა საფეთქლის მიდამოდან კანი ამოჭრილია ექსპერტის მიერ, მარცხენა ქვედა კიდურიდან ასევე ამოჭრილია კანის საკმაოდ დიდი ზომის პრეპარატები. ჩვენ ვნახეთ საკმაოდ სახეშეცვლილი დაზიანებები, აქედან გამომდინარე, დღეს იმით, რაც ვნახეთ, მსჯელობა იმის შესახებ, რით არის დაზიანებები მიყენებული ან სროლის მანძილი როგორია, გამორიცხულია.

“იმედი მაქვს, გამოძიება მოგვცემს საშუალებას მონაწილეობა მივიღოთ ამ პრეპარატების კვლევაში, მიკროსკოპული კვლევაც იქნება, რითაც ხანდაზმულობაც შეიძლება დადგინდეს და სროლის მანძილიც. უმარავი მოქმედებაა ჩასატარებელი, სანახავია მანქანა, სადაც სისხლის კვალებია, უნდა იყოს ყოველ შემთხვევაში, სად არის განლაგებული და როგორ. ეს ყველაფერი ასაწყობია”- განაცხადა ნიკოლეიშვილმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button