![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2020/08/basilaSvili.jpg)
დღეს, ნიუ-იორკში სტარტს იღებს ამერიკის ღია პირველობა ჩოგბურთში.
პრესტიჟულ ტურნირში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პირველ ჩოგანი და ამჟამად მსოფლიო რეიტინგის 30-ე პოზიციაზე მყოფი ნიკოლოზ ბასილაშვილი. როგორც ცნობილია, ქართველი ძირითად ბადეში 22-ე ნომრად არის განთესილი. მისი პირველი მეტოქეა ავსტრალიელი ჯონ მილმანი, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 43-ე პოზიციას იკავებს. ბასილაშვილის და მილმანის შეხვედრა 2 სექტემბერს, 00:45 საათზეა ჩანიშნული.
აღსანიშნავია, რომ ურთიერთშეხვედრებში ბასილაშვილი ჯონ მილმანს 2:1 უგებს.
ავსტრალიელის დამარცხების შემთხვევაში, ბასილაშვილის შემდეგი მეტოქე ამერიკელი ფრენსის ტიაფოსა და იტალიელი ანდრეას სეპის შორის გამარჯვებული იქნება.
ტურნირის საპრიზო ფონდი 53,4 მილიონი დოლარია, საიდანაც ჩემპიონი 3 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს.
ტურნირის შარშანდელი გამარჯვებული ესპანელი რაფაელ ნადალია, რომელმაც წლევანდელ ტურნირში მონაწილეობაზე და ტიტულის დაცვაზე უარი განაცხადა. შესაბამისად, ამერიკის ღია პირველობას წელს ახალი ჩემპიონი ეყოლება.