ნიკოლოზ ბასილაშვილი შევენინგენის ტურნირის ნახევარფინალში გავიდა [Video]

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი (116) წარმატებით განაგრძობს ასპარეზობას ჰოლანდიის ქალაქ შევენინგენის საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 42.500 ევრო).

ბასილაშვილმა 1/8-ფინალში 31 წლის გამოცდილი გერმანელი ჩოგბურთელი ფლორიან მაიერი 6:2, 5:7, 6:4 დაამარცხა. შეხვედრამ საათსა და 36 წუთს გასტანა. ნიკოლოზს 2 ეისი და ამდენივე ორმაგი შეცდომა ჰქონდა. მაიერმა 5 ეისი მოაწოდა და 8 ორმაგი შეცდომა დაუშვა.

საქართველოს პირველმა ჩოგანმა ტურნირის 1/4-ფინალში, 24 ივლისს გამართულ მატჩში, მსოფლიო რეიტინგით 178-ე ადგილზე მყოფი სლოვაკი ანდრეჟ მარტინი დაამარცხა 6:1, 1:6, 6:3.

25 ივლისს, ფინალის საგზურისთვის 23 წლის ბასილაშვილს მეტოქედ 26 წლის მასპინძელი ტიემო დე ბაკერი (40) ეყოლება.

ბასილაშვილი vs მაიერი

მსგავსი პოსტები

Back to top button