ნიკოლოზ ბასილაშვილმა აშშ-ის ღია პირველობის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი დაძლია
ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა აშშ-ის ღია პირველობის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი გადალახა.
ბასილაშვილი მეორე წრეში ამერიკელ მიტჩელ კრიუგერს შეხვდა და სამ სეტში ანგარიშით 4:6, 6:2, 6:3 დაამარცხა.
ქართველი ჩოგბურთელი მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე იტალიელ ტომას ფაბიანოს შეხვდება.