სპორტი

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბუდაპეშტის ტურნირზე მოიგო

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბუდაპეშტის ტურნირის მეორე წრე წარმატებით გაიარა. ქართველმა ჩოგბურთელმა გერმანელი მოწინააღმდეგე – პეტერ გოიოვჩიკი სამ სეტში, ანგარიშით – 6-3, 0-6, 6-3 დაამარცხა და ბუდაპეშტის ტურნირის 1/4 ფინალში გავიდა.

მიმდინარე რეიტინგში 27 წლის ბასილაშვილი მე-18 ადგილზეა, 29 წლის გოიოვჩიკი კი 85-ე პოზიციას იკავებს. ეს ბასილაშვილის და გოიოვჩიკის მესამე შეხვედრა და ამ მეტოქესთან, ბასილაშილის პირველი გამარჯვებაა.

უნგრეთის დედაქალაქში მიმდინარე 250-ქულიანი საერთაშორისო ტურნირის საპრიზო ფონდი 586 140 ევროა.

მსგავსი პოსტები

Back to top button