ნიკოლოზ ბასილაშვილმა უიმბლდონის ტურნირის პირველი წრე გადალახა

30 ივნისს, უიმბლდონის ტურნირის პირველ წრეში, 23 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილი არგენტინელ ფაკუნდო ბაგნისს შეხვდა და იოლად, სამ სეტში დაამარცხა – 6:4, 7:6 (7:3), 6:2.

ორთაბრძოლა საათსა და 53 წუთს გაგრძელდა. ყველაზე დაძაბული მეორე სეტი გამოდგა, რომელიც ბასილაშვილმა ტაი-ბრეიკში, 7:3 მოიგო.

1/32-ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე მე-15 ნომრად განთესილი ფელისიანო ლოპესის (ესპანეთი) და ბელგიელი სტივ დარსის მატჩის გამარჯვებული იქნება.

აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი პირველად თამაშობდა უიმბლდონის ტურნირის ძირითად ბადეში. აქ ის საკვალიფიკაციო ბადის გავლით მოხვდა.

პირველ წრეში მოგებით, ბასილაშვილმა 45 სარეიტინგო ქულა და 47 ათასი გირვანქა სტერლინგი დაიბევა.

მსგავსი პოსტები

Back to top button