ნილ არმსტრონგის სკაფანდრისთვის თანხას აგროვებენ [Video/Photo]

აშშ-ის აეროკოსმოსური მუზეუმი ნილ არმსტრონგის სკაფანდრის კონსერვაციისთავის თანხას აგროვებს, რომელშიც ასტრონავტმა, პირველად კაცობრიობის ისტორიაში, მთვარეზე ფეხი შედგა.

800px-Neil_Armstrong_pose
1960-იან წლებში, სკაფანდრები ხანგრძლივი მოხმარებისთვის გათვლილი არ იყო, ამიტომ არმსტრონგის კოსმოსური კოსტუმი ნელნელა იხრწნება.

წამოწყებული კამპანიის წარმატება, მუზეუმში ავთენტური სკაფანდრის ექსპონირების საშუალებას იძლევა. დედანი კოსტუმის ქსოვილის სიმყიფის გამო, ამჟამად მუზეუმში მისი ასლი ინახება.

სკაფანდრის აღდგენისთვის საჭირო 50 000 დოლარიდან, 43 000 უკვე შეგროვილია.

ნილ არმსტრონგი 82 წლის ასაკში, 2012 წლის 25 აგვისტოს გარდაიცვალა.

1969 წელს მისია „აპოლო 11“-ს ხელმძღვანელობდა. ედვინ ალდრინთან (მთვარეზე f40449c37cfc455eb4a07a1e099c0861_t755_hec2111d52c96de3574558d6eb5443c600b4ba01cდასაჯდომი კაპსულა „არწივის“ პილოტი) და მაიკლ კოლინთან (მმართველ ხომალდ „აპოლო 11“-ის პილოტი) ერთად, „აპოლო 11“-მა კენედის კოსმოსური ცენტრი (ფლორიდა)1969 წლის 16 ივლისს დატოვა და 4 დღეში, 20 ივლისს მთვარის ზედაპირზე, ე. წ. „სიმშვიდის ზღვაზე“ დაეშვა. „აპოლო 11“-ის მისიის პირდაპირ სატელევიზიო ტრანსლაციას, მთელი მსოფლიო ადევნებდა. მთვარეზე დასაჯდომი კაფსულა „არწივი“ ნილ არმსტრონგი გამოდის ხაზზე:

„ჰიუსტონ, წყნარი ზღვის ბაზა. არწივი დაჯდა…“

21 ივლისს არმსტრონგი, 2 საათსა, 56 წუთსა და 15 წამს (UTC) ხომალდიდან ჩამოდის, მთვარეზე ფეხს პირველი დგამს და ისტორიულ წინადადებას წარმოთქვამს:

„That’s one small step for man, one giant leap for mankind.“

„პატარა ნაბიჯი ადამიანისთვის, გიგანტური ნახტომი კაცობრიობისთვის.“

მსგავსი პოსტები

Back to top button