მნიშვნელოვანირეგიონი

ნინიგორის მთებში ცეცხლი ალპურ ზონასთან გაჩნდა

ხანძარი ტყეში- ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ცეცხლი ალპურ ზონასთან გაჩნდა.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინიგორის მთებში, ალპურ ზონასთან, ცეცხლის კერა გამოჩნდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, დაკვამლიანება უკვე შეინიშნება, თუმცა რა ფართობზე ხანძარი, ამ დროისათვის უცნობია.

სოფლიდან უკვე დაუკავშირდნენ სახანძრო- სამაშველო სამსახურს და ხანძრის შესახებ, ინფორმაცია მიაწოდეს.

შემთხვევის ადგილზე , მეხანძრე- მაშველები და სატყეო სამსახურის თანამშრომლები უკვე მიდიან.

სოფელ ნინიგორში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის, ზვიად შარიქაძის განმარტებით, სოფლიდან ხანძრის კერამდე მისვლა მხოლოდ ფეხით ან ცხენებით არის შესაძლებელი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ოფიციალური განმარტება ჯერ არ გაუკეთებია.

მსგავსი პოსტები

Back to top button