ნინო ბაციაშვილმა ვერვხლის მედალი მოიპოვა

ქართველმა მოჭადრაკემ ნინო ბაციაშვილმა (2489) ფიდე-ს ქალთა გრან-პრის დასკვნით ეტაპზე მე-2 ადგილი დაიკავა, 8 250 დოლარი მიიღო და 130 სარეიტინგო ქულითაც დაწინაურდა.
გრან-პრის გათამაშება ხუთ ეტაპად ტარდებოდა. ჯამში ბაციაშვილმა 245 ქულა მოაგროვა . რუსულ ხანტი-მანსიისკში გამართული შეჯიბრის ტრიუმფატორი ჩინელი ცზიუ ვენცზიუნი (2580) გახდა. ბოლო XI ტურში ბაციაშვილი შავი ფიგურებით რუს ოლგა გირიას (2450) დაუზავდა, 6.5 ქულა მოაგროვა და მხოლოდ ცზიუს ჩამორჩა.