ნინო ბაციაშვილმა ვერვხლის მედალი მოიპოვა

ქართველმა მოჭადრაკემ ნინო ბაციაშვილმა (2489) ფიდე-ს ქალთა გრან-პრის დასკვნით ეტაპზე მე-2 ადგილი დაიკავა,  8 250 დოლარი მიიღო და 130 სარეიტინგო ქულითაც დაწინაურდა.
გრან-პრის გათამაშება ხუთ ეტაპად ტარდებოდა. ჯამში ბაციაშვილმა 245 ქულა მოაგროვა . რუსულ ხანტი-მანსიისკში გამართული შეჯიბრის ტრიუმფატორი ჩინელი ცზიუ ვენცზიუნი (2580) გახდა.  ბოლო XI ტურში ბაციაშვილი შავი ფიგურებით რუს ოლგა გირიას (2450) დაუზავდა, 6.5 ქულა მოაგროვა და მხოლოდ ცზიუს ჩამორჩა.

მსგავსი პოსტები

Back to top button