რეგიონისაქართველოსიახლეები

“ზუგდიდში, სენაკსა და ფოთში სასაფლაოები დაიხურება”

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით რეგიონის დიდ ქალაქებში, ზუგდიდში, სენაკსა და ფოთში სადღესასწაულოდ სასაფლაოები დაიხურება. ამის შესახებ განცხადება სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ გააკეთა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მოსახლეობას სპეციალისტების მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდებს.

,,ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებიდან გამომდინარე ზუგდიდში, ფოთსა და სენაკში სასაფლაოები დაიხურება. ეს ხდება ისევ და ისევ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებიდან გამომდინარე. ძალიან ვთხოვ ჩვენს მოსახლეობას, დაემორჩილონ მოთხოვნებს და გაითვალისწინონ რეკომენდაციები, რასაც სპეციალისტები გასცემენ.“ – განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

ალექსანდრე მოწერელიას განცხადებითვე, მოხდება აგრარული ბაზრების დახურვა. დღემდე ფოთის და ზუგდიდის ბაზრები ნაწილობრივ ფუნქციონირებდა. დღეიდან, დისტანციის დაუცველობის გამო ზუგდიდის, ხვალიდან კი, ფოთის ბაზარი იხურება.

მსგავსი პოსტები

Back to top button