მნიშვნელოვანისაქართველო
		
	
	
ნინო გვენეტაძე თსუ-ს რექტორის მოადგილედ დაინიშნა
 
						უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილედ დაინიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ, თსუ-ში ადასტურებენ. არსებული ინფორმაციით, ნინო გვენეტაძის გარდა, რექტორის –  
გიორგი შარვაშიძის მოადგილედ ასევე დაინიშნა ექიმი ნინო ოკრიბელაშვილი.   
ნინო გვენეტაძემ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტი 2018 წლის აგვისტოში დატოვა.
 
				 
 



