ნინო ხომერიკი 18 წლის მოჭადრაკეთა შორის ევროპის ჩემპიონია
30 სექტემბერს, ხორვატიულ პორეჩში დამთავრდა 8-18 წლის მოჭადრაკეთა ევროპის პირველობა. ქართველთაგან (18 მონაწილე) შესანიშნავად ითამაშა 18-წლიანებში ნინო ხომერიკმა.
იგი ასპარეზობის პირველივე დღიდან ლიდერობდა შეჯიბრებას. ბოლო ტურის წინ ნინო შვიდი ქულით ერთპიროვნულად დაწინაურდა. უახლოესი მდევარი – პოლონელი ევა ჰარაზინსკა ჩვენებურს ნახევარი ქულით ჩამორჩებოდა.
ოდნავი წაფორხილება საკმარისი იყო პირველობის დასაკარგავად, მით უმეტეს, რომ პოლონელმა მოჭადრაკემ ნინოზე ადრე გამარჯვებით დაასრულა პარტია ნორვეგიელ მონიკა მაჩლიკთან და 7.5 ქულით გათამაშების ცხრილის სათავეში მოექცა, თუმცა მხოლოდ დროებით.
ხომერიკი თეთრი ფიგურებით რეიტინგფავორიტ ადელა ველიკიჩს (სერბეთი) დაუპირისპირდა. ქართველმა მოჭადრაკემ დებიუტიდანვე ხელთ იგდო უპირატესობა და, შუა თამაშში დაშვებული მცირეოდენი შეცდომების მიუხედავად, პარტია სასურველ დასასრულამდე მიიყვანა – 75-ე სვლაზე აიძულა მეტოქე, საათი გაეჩერებინა.
ნინომ 8 ქულა მოაგროვა და ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა, რეიტინგი 31 პუნქტით გაიმდიდრა.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”19315″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery” sc_id=”sc1443693996877″]