მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ნინო ლომჯარია ასტრაზენეკას ვაქცინით აიცრა და მოქალაქეებს აქტიურობისკენ მოუწოდა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ასტრაზენეკას ვაქცინით პირდაპირ ეთერში აიცრა.

“ვიცი, რომ ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობს ასტრაზენეკას ვაქცინით აცრის მსურველთა რეგისტრაცია. კარგია, რომ ფაიზერის ვაქცინა თითქმის შევსებულია, თუმცა ასტრაზენეკას ეფექტიანობაც არის დადასტურებული. ამიტომ, ჩემი ამ ქმედებით, მინდა, მოვუწოდო ყველა იმ ადამიანს, ვისაც ეკუთვნის რეგისტრაცია, იაქტიურონ. მინდა, ჩემი ნდობა ამ ვაქცინის მიმართ ამ ჩემი გადაწყვეტილებით დავადასტურო”, – თქვა მან აცრამდე.

შეგახსენებთ, საქართველოში ორი ტიპის ვაქცინაა ხელმისაწვდომი – ფაიზერი და ასტრაზენეკა. ვაქცინაციის შესაძლებლობა აქვთ სამედიცინო მუშაკებსა და 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს.

ამერიკულ-გერმანული ფაიზერის ვაქცინის 29 250 დოზა ქვეყანამ 24 მარტს მიიღო, ამ ვაქცინის ეფექტიანობა 95%-ია.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო ბრიტანულ-შვედური კონცერნის ასტრაზენეკას ვაქცინით.

მსგავსი პოსტები

Back to top button