მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

ნინო ლომჯარია ნინოწმინდის პანსიონში იმყოფება

სახალხო დამცველი, ნინო ლონჯარია ნინოწმინდის პანსიონში იმყოფება, მასთან ერთად არიან ფსიქოლოგები.

“პირველ რიგში შეხვედრა გვექნება პანსიონის ხელმძღვანელობასთან, ასევე ვაპირებთ, ვნახოთ, რა პროცესები მიმდინარეობს ბავშვების საჭიროების შეფასების მიმართულებით, რას აკეთებენ სოციალური მუშაკები, როგორც ვიცით, 24 საათის განმავლობაში ისინი აქ იმყოფებიან.

ვიცით, რომ 15 აღსაზრდელი იმყოფება დღეის მდგომარეობით, იგეგმება რამდენიმე აღსაზრდელის გადაყვანა ალტერნატიულ საცხოვრებელში, მნიშვნელოვანია დანარჩენ ბავშვებთანაც დროულად იქნას გადაწყვეტილებები მიღებული. მართალია, აღმზრდელების ნაწილმა დატოვეს აქაურობა, მაგრამ მიმაჩნია, რომ თავისუფლად ვერ გამოხავენ საკუთარ ნებას ამ კედლებში და არის ძალიან მნიშვნელოვანი, ბავშვები გადაყვანილი იყვნენ ალტერნატიულ ზრუნვაში. მაქვს მოლოდინი, რომ შეიძლება ბავშვებმა ვერ შეძლონ თავისუფლად საუბარი და ვფიქრობ, რომ ფსიქოლოგების და სპეციალისტების შეფასება აჩვენებს ამ ბავშვების მდგომარეობას.

პანსიონი არის დახურვის რეჟიმში, ჩემი რეკომენდაცია არის ბავშვების ალტერნატიულ საცხოვრებელში გადაყვანა”, – განაცხადა სახალხო დამცველმა

ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა კი, რომელიც პანსიონს მართავს, თქვა, რომ პანსიონში ახლა ვითარება დასტაბილურებული და დამშვიდებულია.

ნინოწმინდის პანსიონს ახალი ხელმძღცანელი 14 ივნისიდან ყავს , მეუფე სპირიდონი მეუფე იაკობმა შეცვალა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივნისს გამოიტანა განჩინება, რომლის მიხედვითაც, ნინოწმინდის პანსიონიდან შშმ ბავშვები დაუყოვნებლივ უნდა გამოიყვანონ და სხვა სახელმწიფო მზრუნველობის დაწესებულებაში გადაიყვანონ: მიმღებ ოჯახებში, მცირე საოჯახო ტიპის თავშესაფრებში ან დაბრუნდნენ ოჯახებში.

მსგავსი პოსტები

Back to top button