ნინო ლომჯარიამ ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებებში მონიტორინგის ვიზიტები შეაჩერა-სახალხო დამცველი პრობლემებზე საუბრობს
ომბუდსმენმა ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებებში მონიტორინგის ვიზიტები შეაჩერა. ამის შესახებ სახალხო დამცველმა 2021 წლის საპარლამენტო ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. ნინო ლომჯარიას თქმით, მისი აპარატის წარმომადგენლებს მუშაობის დროს ადმინისტრაციასთან კოორდინაციაში მყოფი პატიმართა კონკრეტული ჯგუფები ორგანიზებულად ესხმოდნენ თავს, სახლმწიფო უწყებებიდან კი უსაფრთხოების გარანტიები ვერ მიიღო
“სიტუაცია იმდენად გამწვავდა და იმდენად ორგანიზებულად ხდებოდა სხვადასხვა დაწესებულებებში, სახალხო დამცველმა შეაჩერა მონიტორინგის ვიზიტები ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებებში”, – ამბობს ლომჯარია – “ვერც სამართალდამცავი ორგანოების თუ იუსტიციის სამინისტროს მხრიდან. ვერ მივიღეთ გარანტიები, რომ ჩვენი წარმომადგენლები შეძლებენ უსაფრთხოდ იმუშაონ. ვფიქრობთ ალტერნატიულ მექანიზმებზე”.
სახალხო დამცველზე „პოლიტიზებული“ თავდასხმები ამერიკის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმაც დაგმო. ელჩი ნინო ლომჯარიას მიმდინარე წლის 2 მარტს შეხვდა.