საქართველოსპორტი
ნინო სალუქვაძემ ევროპის ჩემპიონატი მე_7 ადგილით დაასრულა

ხორვატიის ქალაქ ოსიეკში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა ტყვიის მსრილელმა ნინო სალუქვაძემ 10 მეტრ დისტანციაზე სროლაში 135,6 ქულა დააგროვა. ამ მაჩვენებლით სალუქვაძე მე_7 ადგილს დასჯერდა. ჩემპიონის ტიტულო კი გერმანელმა კარინა ვიზნერმა 220,7 ქულით მოიპოვა.
საკვალიფიკაციო რაუნდის შემდეგ ვეტერანი ქართველი სპორტსმენი ფინალურ ეტაპზე მეორე ადგილით გავიდა.
რაც შეეხება სხვა ქართველ ტყვიის მსროლელებს, ლიზი კილაძე 38_ე პოზიციაზე იყო, ნინო ხუციბერიძე კი, _ 62_ზე. რა თქმა უნდა, ორივე ფინალური ეტაპის მიღმა დარჩა.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე 70 ქალი სპორტსმენი მონაწილეობდა.